ციფრული სკოლა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის #2 სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში "ციფრული სკოლა" პროექტის მიზანია სკოლაში ციფრული კულტურის განვითარება და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრება.

სასწავლო პროექტები


,,მუზეუმში ნასწავლი ისტორია"


სასწავლო თემის ავტორი

 

სახელი და გვარი

ირმა ზაბახიძე

 

მუნიციპალიტეტი

საჩხერე

 

სკოლა

კორბოულის #2 საჯარო სკოლა

 

ქალაქი/სოფელი

საჩხერის მუნიციპალიტეტი. სოფელი კორბოული

 

თემის  მონახაზი

 

თემის  დასახელება

 

„ მუზეუმში ნასწავლი ისტორია

(მიზნობრივი სტუმრობა: ხალხურ საკრავთა მუზეუმი,ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის მუზეუმი,    კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეროვნული ბიბლიოთეკა -საცავები, ს. ჯანაშიას სახეობის ეროვნული  მუზეუმი )

 

 

მონაწილეები:  მე-10კლასის მოსწავლეები

კლასის დამრიგებელი: ირმა ზაბახიძე

მასწავლებელი: რამაზ ტალახაძე

 

 

 

 

დონე/კლასი  

 

საშუალო  10კლასი

 

განხორციელების დროის ჩარჩო

 

21 ოქტომბერი-30 ნოემბერი

 

პრობლემ/აქტუალურობა

 

 

 

   დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და სასკოლო-საგანმანათლებლო სივრცეშიც ინტენსიურად ინერგება პროექტის მეთოდით სწავლების პრაქტიკა, რომელიც მიმართულია კონკრეტული ინიციატივის განხორციელებისაკენ ან პრობლემის გადაჭრისკენ და მოსწავლე/მასწავლებლებს კვლევაძიებითი მუშაობით შეძენილი მნიშვნელოვანი გამოცდილების, ცოდნისა და უნარჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ახლოა იმ მიდგომასთან, რასაც თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებში პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას უწოდებენ. სასწავლო პროექტი ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ძალზე ეფექტური და მრავალფუნქციური მეთოდია, რომელიც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორცილებასა და ეფექტურ პროფესიულ თანამშრომლობას გულისხმობს. ამავე დროს  ჩემთვის მნიშვნელოვანია საბაზო საფეხურზე მოსწავლეებისათვის  განმევითარებინა ისეთი უნარები, რომელიც ჩემდეგ  სწავლების საფეხურზე  იქმებოდა მათთვის, ნიშვნელოვანი, ეს იყო ინფორმაციის  მოძიების, პრაქტიკული საქმიანობის, შედარების, დაკვირვების, ანალიზის, შეფასების უნარი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, სხვა უნარებთან ერთად, განუვითაროს მოსწავლეებს  პრაქტიკული  სამუშაოს  უნარი, რისთვისაც აუცილებელია თანაბარზომიერი, სწორი სტრატეგიების შემუშავება და გამოყენება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში, ამიტომ ხშირად მივმართავ ამ მეთოდს და მინდა  წარმოგიდგინოთ    ასეთი   სასწავლო  პროექტი-,, მუზეუმში ნასწავლი ისტორია“, ვინაიდან არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლება, სადაც  მოსწავლეებს  ეძლევა მეტი დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა,მოსწავლეები სწავლისადმი ინტერსს მეტად იჩენდნენ.                                      თემა აქტუალურია  ვინაიდან თანამედროვე ეტაპზე ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული პრობლემური საკითხების  დასმა, გაანალიზება, გარკვეული გეგმის  დასახვა  და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მთავარია, პედაგოგმა სწავლების სხვადასხვა სტრატეგიას  მიმართოს, რომელიც  ეროვნულ სასწავლო გეგმას  წარმართავს.  დაგეგმილი სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის ვითვალისწინებთ, რომ კლასში გვყავს სხვადასხვა ტიპის მოსწავლე.  მათ ახალი მასალის ათვისებისა და შემეცნების სხვადასხვა უნარი აქვთ. სწავლების მოდალობის ძირითადად სამი ტიპი  არსებობს: ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური.  მოსწავლეთა დიდ ნაწილს  ვიზუალურად აღქმის უნარი აქვს. ამგვარ მოსწავლეებს სჭირდებათ  სასწავლო მასალის დანახვით სწავლება, რომ იგი საინტერესო და გასაგები გახდეს.  მასწავლებლები ხშირად იყენებენ ცხრილებს, ფოტოებს, სლაიდშოუს და სხვა მსგავსი ვიზუალიზაციის ხელშემწყობ საშუალებებს. მოსწავლეთა ნაწილს, რომელთაც   სმენითი  ათვისების უნარი აქვთ, სწავლა ჯდომის, მოსმენისა და ხმამაღლა კითხვის მეშვეობით ურჩევნიათ. ხოლო კინესთეტიკურ მოსწავლეს სჭირდება მოძრაობა და სასწავლო მოდელები, რომლებსაც იგი ხელში დაიჭერს, ან შეეხება . მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა  და  მოსწავლეთა ჩართულობისათვის.  საგამოფენო სივრცეში შეგიძლია დაათვალიერო ახალი ექსპოზიცია, ნახო ფილმი, ინტერაქტიული მონიტორები, სტენდები, ხელით შეეხო ასლებსა და მულაჟებს,  ეს არის კომფორტული, სასიამოვნო  და უჩვეულო გარემო.  

 

თემის საფუძვლები

 

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

 

  ს.გ. IX.13. მოსწავლე აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           საუბრობს ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიებზე და მათ მნიშვნელობაზე;

·           მსჯელობს ხელოვნებაზე, როგორც გატაცებასა და პროფესიაზე;

·           ასახელებს მის ქალაქში/რაიონში/ქვეყანაში არსებულ კულტურულ დაწესებულებებს (მუზეუმი, გალერეა, კინოთეატრი) და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე.

 

 

პროექტის სასწავლო მიზნები

 

სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა მუზეუმი, როგორც რესურსი სასწავლო პროგრამისთვის, შეიძლება ეფექტურად გამოიყენონ. ამისათვის საჭიროა  თანამშრომლობითი ურთიერთობა მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრთან.მუზეუმის ისტორიულ გარემოში გაკვეთილის ჩატარება რეალობის აღქმის უნარს აძლიერებს. უშუალო კონტაქტი  ხელოვნების ნიმუშთან ქმნის კიდევ უფრო დიდ ეფექტს და აღძრავს სწავლის მოტივაციას, სიღრმისეულ გაგებას, შემეცნებას, ანალიზსა და ტრანსფერს. ასეთი მუშაობის პრინციპმა დაგვანახა  ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. პროექტის დაგეგმისას დავცახეთ მიზნები და ამოცანები, რომელსაც განცვახორციელებდით პროექტის ფარგლებში:

v  მოსწავლეები შეძლებენ  მოიძიონ  ინფორმაცია   სხვადასხვა მუზეუმების შესახებ.

 

v  ნახავენ სხვადასვა მუზეუმების  შესახებ  ვიდეო და აუდიო მასალას.

v  ეწვევიან მუზეუმებს, რითაც შძლებენ:

 

v  ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება,მის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.

v  მის გარშემო წარმოდგენილი სოციალურ-კულტურული ინსტიტუტების (მაგ:მუზეუმი) ფუნქციების გაცნობიერება.

 

პროექტის მიმართულება: თვალსაწიერის გაფართოება.

 

 

 

განსახორციელებელი ამოცანები

 

 

 

v  პროექტის დაგეგმვა.

v   მონიტორინგის ჯგუფის შექმნა.

v  შესასწავლი საკითხების ირგვლივ ინფორმაციის მოძიება, ადგილზე შესწავლა,დახარისხება, წარმოდგენა.

v  პროექტის შეჯამება . 

 

პროექტის მოკლე აღწეა:

   აღნიშნულ პროექტზე მუშაობდნენ სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები, პირველ ეტაპზე განვიხილეთ ამოცანები და ვადები თუ რა იყო საჭირო პროექტისათვის,რა ვადაში შეიძლებოდა მისი განხორციელება. საკმარისი იყო თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად?                                                                                                       დისკუსიის და მსჯელობის დროს  გაიზარდა მათი მოტივაცია და პასუხისმგებლობა .

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:

§მოსწავლეებისა და მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების   იდეების განხილვა და გეგმის შედგენა.ინფორმაციის მოძიება ინტერნეტისა და სხვა ისტორიული წყაროების 

  საშუალებით,სხვადასხვა სახით წარმოდგენა  წრის მეცადინეობაზე.

 ( 9-11 ოქტომბერი)

§მონიტორინგის ჯგუფის შედგენა. (11 ოქტომბერი)

 §ექსკურიის განხორციელების დრო (15ოქტომბერი)

§პროექტის შედეგების შეჯამება:პრეზენტაციების შექმნა მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსების გამოყენებით. მოსწავლეთა ანკეტური  გამოკითხვა,დისკუსია- რა მომცა ექსკურსიამ. ინფორმაციის განთავსება სოციალურ  ქსელში.  (16ოქტომბერი-21 ოქტომბერი)

 

მოსალოდნელი შედეგი:

u  მოსწავლეები მოიძიებენ, დაახარისხებენ, სხვადასხვა სახით წარმოადგენენ ინფორმაციას  ისტორიულ საკითხებზე,შეისწალიან საკითხს პრაქტიკულ მაგლითებზე.

u  გაიმდიდრებენ ცოდნას საქართველოს ისტორიულ წარსულზე, განუვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარი,საკუთარი ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების და დაცვის მნიშვნელობაზე.

 

 

მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.

 

 

რესურსები: რესურსი: მიკრო ავტობუსი,ფოტოაპარატი,საკვები,კალმები,ბლოკნოტი ჩანაწერებისთვის,პროექტორი,ლეპტოპი,პლიფჩარტი.

 

 

ინდიკატორები: მოსწავლეთა,  უკუკავშირები,პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.

 

პროექტის მდგრადობა: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, პრეზენტაციები გამოყენებულ იქნება, როგორც რესურსი.

 

 

 




                რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე

საქართველოს ისტორიის საკითხების საფუძვლიან შესწავლას ესგ  მხოლოდ მე-9 კლასში ითვალისწინებს, რადგან მე-9კლასის დამრიგებელი ვარ გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს შანსი და ვესტუმრეთ ეროვნულ ისტორიულ მუზეუმს თბილისში და განვახორციელეთ გეგმაში მითითებული აქტივობები,რითაც მიზანს მივაღწიე,პროექტის დაგეგმვასა და ამოცანების განხორციელებაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული,მათ მოიძიეს და შეისწავლეს შესასწავლი მხარის ღირსშესანიშნაობების ისტორია და ინფორმაცია  წარმოადგინეს სხვადასხვა სახით. განსაკუთრებით საინტერესო იყო ექსკურსია ზემოთ დასახელებული ობიექტების მოსანახულებლად, ნასწავლი საკითხის განმტკიცებას ხელი შეუწყო ობიექტების რეალურად ნახვამ.

განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების ჩართულობის მაღალი დონე პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება არ დამჭირვებია, ვფიქრობ შექმნილი მასალის გაკვეთილზე გამოყენება აამაღლებს მოტივაციას და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მოსწავლეებისათვის სასწალო პროცესს.

მომავალში დავგეგმავ ექსკურსიებს სხვადასხვა კუთხეებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიის საკითხების სიღრმისეულ შესწავლას.

 



 

ფერი და მუსიკა

 

სასწავლო თემის ავტორი

 

 

სახელი და გვარი

ირმა ზაბახიძე

 

 

მუნიციპალიტეტი

საჩხერე

 

 

სკოლა

კორბოულის #2 საჯარო სკოლა

 

 

ქალაქი/სოფელი

საჩხერის მუნიციპალიტეტი. სოფელი კორბოული

 

 

თემის  მონახაზი

 

 

თემის  დასახელება

 

 

ფერი და მუსიკა

 

 

 

საგანი

 

 

მუსიკა

 

 

დონე/კლასი  

 

 

დაწყებითი 5/6/ კლასი

 

 

განხორციელების დროის ჩარჩო

 

 

2 თვე

 

 

პრობლემ/აქტუალურობა

 

 

 

 

 როგორც ცნობილია,პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით.  პროექტით სწავლებისას იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება; მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას. დამოუკიდებლად განათლების,ცოდნისა  მიღება   დაწყებით საფეხურზე მასწავლებლისათვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, სხვა უნარებთან ერთად, განუვითაროს მოსწავლეებს  პრაქტიკული  სამუშაოს  უნარი, რისთვისაც აუცილებელია თანაბარზომიერი, სწორი სტრატეგიების შემუშავება და გამოყენება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. ამავე დროს  ჩემთვის მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისათვის  განმევითარებინა ისეთი უნარები, რომელიც ჩემდეგ  სწავლების საფეხურზე  იქმებოდა მათთვის ,ნიშვნელოვანი, ეს იყო ინფორმაციის  მოძიების, პრაქტიკული საქმიანობის-ხატვის, გადახატვის,  შედარების, დაკვირვების, ანალიზის , შეფასების უნარი.

აქტუალურობამ მიბიძგა დამეგეგმა და განმეხორციელებინა პროექტი შემოდგომაზე                               ,, ფერი და მუსიკა

§   მეხუთე-მეექვსე  კლასში.  უპირველეს ყოვლისა, უნდა განმესაზღვრა საჭიროებები, რომელთა აღმოფხვრაც უნდა გამხდარიყო პროექტის მიზანი.

§   

 

 

 

თემის საფუძვლები

 

 

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

 

 

  ს.გ.V.1.  მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები  ნამუშევრის შექმნისას.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს ფერის გრადაციას;

·        სხვადასხვა მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას ნამუშევრში (ფიგურების მოძრაობა, ქარი);

ს.გ.V.2.მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და  პროცედურას    ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია მათ შემოქმედებითად გამოყენება.

·           თავად ირჩევს მასალას და ტექნიკას (მაგ. ქსოვილს მოხატავს გუაშის და ტემპერის საღებავებით) ნამუშევარში სასურველი ეფექტის მისაღწევად.

 

ს.გ.V.9. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

 

  • მონაწილეობს  გამოფენაში;

ს.გ.VI.1.   მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები   ნამუშევრის შექმნისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           სხვადასხვაგვარი მონასმებით და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას და ქმნის ფაქტურებს;

·           იყენებს ფერთა გრადაციას;

·           იყენებს კონტრასტულ და მონათესავე ფერებს;

 

 

 

პროექტის სასწავლო მიზნები

 

 

 

v   მოსწავლეები შეძლებენ  მოიძიონ  ინფორმაცია  ფერების  შესახებ, ისაუბრებენ ფერების ემოციურ აღქმაზე.

v   ჩაბმებიან  შემოქმედებით  საქმიანობაში.   

v  შეძლებენ შექმნან  ფერწერული სურათები (პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი)   მოხდინონ სურათბის  გამოფენა-პრეზენტაციას.    

v  განუვითარდებათ შემოქმედებითი , კრიტიკული აზროვნების, ფანტაზიის, ანალიზის , წარმოსახვის, საკუთარი   არგუმენტების დაცვის უნარი.

 

 

 

 

განსახორციელებელი ამოცანები

 

 

v  პროექტის მოკლე მიმოხილვა და ვადების განსაზღვრა.

v  ჯგუფებად დაყოფა.

v  მინი ლექცია ფერეების ემოციურ აღქმაზე.  

v   სხადასხვა ელექტრონულ რესურსებს  ნახვა ფერების შესახებ.

v  მუშაობა მცირე ესსეზე  ,,ყველაფერი და არაფერი“.

v  შუალედური მონიტორინგი. მონიტორინგს ახორციელებს მოსწავლეთა ჯგუფი-,,დამკვირვებლები’’.

v  მუშაობა პლენარზე.

v  გამოფენის მოწყობა.

v  პროექტის ბოლოს პრეზენტირება პროექტის.

 

პროექტის მოკელე აღწერა:

აღნიშნულ პროექტზე მუშაობდნენ სკოლის მეცხრე მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეები, პირველ ეტაპზე განვიხილეთ ამოცანები და ვადები თუ რა იყო საჭირო  პროექტისათვის,რა ვადაში შეიძლებოდა მისი განხორციელება. საკმარისი იყო თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად?   პროექტისათვის განისაზღვარვა ვადა- ორი თვე.                                                                                                 მსჯელობის დროს  გაიზარდა მათი მოტივაცია და პასუხისმგებლობა როცა  მოსწავლეებმა დამოუკიდებლად  დამოუკიდებლად ემუშავათ  ფერების  შესახებ,  ეფექტურად  გამოიყენეს  ინტერნეტ რესურსები და ბიბლიოთეკა.   ინფორმაციის გადამუშავება . მოსწავლეებმა სწაყის ეტაპზე მოახდინეს   მოძიებული მასალის პრეზანტაციები  (Power Point )     გამოთქვეს საკუთარი აზრი და არგუმენტირებულად დაასაბუთეს თავიანთი მოსაზრებები ფერების შესახებ მის  ემოციურ აღქმაზე , რითაც განუვითარდათ კრიტიკული და არგუმენტირებული მსჯელობის, საკუთარ მოსაზრებაზე პასუხისმგებლობის  უნარი.   წარმოადგინეს  ესსები  ,,ყველაფერი და არაფერი“.                                                                

 რადაგანაც ამ პროექტში მე,  როგორც მასწავლებელი  ვიყავი ფასაილიტატორი, ვასრულებდი  კონსულტატის როლს, ვეხმარებოდი  მოსწავლეებს. ჩვენი ინიციატივით განვახორციელეთ    აქტივობა- მივაწოდე ინფორმაცია ფრებზე,საუბარი შეხებოდა ძირითად და შედგენილ ფერებს.(მინი ლექცია)  .  შემდეგ   გაუწიე  კონსულტაცია  და მივაწოდე  ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული  საიტების ვებ გვერდები  მათთვის საინტერესო საკითხებზე, სადაც მოსწავლეებმა გამოიყენეს  სკოლის ელექტრონული ბიბლიოთეკა. მოსწავლეებმა მოახდინეს შუალედური მონიტორინგი თვითშეფასებისა  და ურთიერთშეფასების კითხვარით და დასკვნების საუძველზე აღნიშნეს, რომ პროექტში ჩაბმა მათთვის მნიშვნელოვანია,მოსწონთ დაგეგმილი ჯგუფური მუშაობა, მიიღეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაცია ფერებზე.

მოსწავლეებმა მოსმენილი მინი ლექციების, ინტერნეტ სივრცეში განთავსებული   მასლის ნახვის,   თემის  აქტუალურობიდან და მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე   დღის წესრიგში დადგა  საკითხი   ემუშავათ პლენარზე  და მოეწყოთ გამოფენა პროექტის დამთავრების შემდეგ.

 

შედეგები:

Ø     მოსწავლეები საუბრობენ  და მსჯელობენ   ფერების     თავისებურებებზე შეუძლიათ დაგეგმონ და   ჩაან  შემოქმედებით  საქმიანობაში.   შეუძლიათ გამოიყენონ ციფრული  ტექნიკური საშუალებები  პრეზენტაციის  დროს.      

სტრტეგიებმა  გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა. მოსწავლეებმა ტრანსფერის საშუალებით თეორიაში მიღებული ცოდნა გადაიტანეს პრაქტიკაში,  მოახდინე  ფერების შერევა(წითელი-ყვითელი, წითელი -ლურჯი, ლურჯი-ყვითელი)  რითაც მიიღეს შედგენილი ფერები. ამავე დროს ყოველივე ეს - სწავლა კეთებით ხელს შეუწყობს  შეძენილო ცოდნის ხანგრძლივად დარჩენას  მათ მეხსიერებაში.მოხდა სურათების   პრეზენტაცია  რომელიც შემდეგ გამოიფინა სკოლის საგამოფენო სივრცეში.

შეაფასდა მოსწავლეთა როგორც  პრაქტიკული,ფანტაზიის,  შემოქმედებითი აზროვნებისა და კრიატიულობის,  ასევე  კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის,თანამშრომლობითი,  საპრეზენტაციო  და საკომუნიკაციო  უნარები. პროექტის დასასრულს პრეზენტაციებს დროს მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული სამუშაო-პლენერზე მუშაობა, სადაც მოსწავლეებმა  ნამუშევრებში  გამოხატავდენენ საკუთარ ემოციებს ფერების საშუალებით.

 

დასკვნა:  რადგან  პროექტი ორ  თვეზე იყო გაწერილი, არსებობდა რისკი, რომ მონაწილე მოსწავლეების ინტერესი შესუსტდებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე იყო შედგენილი და დაგეგმილი, რომ დაინტერესებამ არა თუ იკლო, არამედ მოიმატა კიდეც. უნდა ითქვას, რომ    პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა, რაც ზრდის როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლების  სწავლის/სწავლების მოტივაციას და ამ მოდელის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხია. ამიტომ ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მიზანია სწავლების ამ მეთოდის დანერგვა/ადაპტირება ქართულ სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში. თუ კი XXI საუკუნის უნარებზე შევაჩერებთ ყურადღებას, უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების ეს მოდელი ხელს უწყობს წინარე ცოდნაზე ახლის დაშენებას და დისციპლინათშორისი გამოცდილებების გამთლიანებას. მოსწავლეს აძლევს არსებულ ცოდნასთან ახალი ცოდნის შერწყმის და კონკრეტულ საგანში მსჯელობის უნარ-ჩვევებს; იძლევა თეორიის და პრაქტიკის გამთლიანების შესაძლებლობას.   

 

 

 რესურსი: 

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებლები,  

მატერიალური რესურსი: - პროექტორი-1, ტელევიზორი -ეკრანი -3.  ნოუთბუქი-1, სახატავი ქაღალდები-5 ცალი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან, სამუშაო მასალა-აკვარელი, გუაში, ფერადი ფანქრები, ფლიფჩარტები, მარკერები. სკოლის საგამოფენო  სივრცე. სკოლის  მიმდებარე ტერიტორია.მოლბერტები.

 

 

 

სასწავლო პროექტი რას მოგვითხრობენ ხელნაწერი წიგნები“

სასწავლო პროექტის ავტორი

სახელი, გვარი:

რამაზ ტალახაძე

ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი

საჩხერე, კორბოული

სკოლა

კორბოულის  N2 საჯარო სკოლა

პროექტის მონახაზი

პროექტის დასახელება

„რას მოგვითხრობენ ხელნაწერი წიგნები“

პროექტის შინაარსი

ისტორიის ყველა კლასის სახელმძღვანელოში, თითქმის ყველა თემაში წარმოდგენილია წერილობითი წყაროები, რომელთა განხილვისას ისტორიის ერთ-ერთ გაკვეთილზე მოსწავლემ დასვა კითხვა: სანამ სტამბას გამოიგონებდნენ როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები, რას გამოიყენებდნენ საწერ მასალად და სად არის დაცული ხელნაწერი წიგნების კოლექცია. ჩემგან პასუხის მიღების შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი გაგვეხორციელებია სასწავლო პროექტი და პროექტის ფარგლები დაგვეგეგმა ვიზიტი კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში.  ერთად შევარჩიეთ პროექტის სათაურიც „რას მოგვითხრობენ ხელნაწერი წიგნები“. ასევე მოსწავლეები გაანალიზებენ რომ ხელნაწერების წარმოშობა უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მრავალ ასპექტს, სარწმონოებრივსა  და პოლიტიკურ ორიენტაციას, სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, გაავლებენ პარალელებს თანამედროვე ეპოქასთან შექმნიან პრეზენტაციას, იმუშავებენ ისტორიულ მასალაზე, მიიღებენ საჭირო ინფორმაციას სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურიდან,  ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებიდან და ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმიდან.

საგანი/საგნები

საქართველოს ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა

საფეხური/კლასი

საშუალო, X კლასი

პროექტის განხორციელების დრო

3 თვე, 28.09.2022-12.12.2022 წწ

პროექტის საფუძვლები

საგნობრივი სტანდარტები

ისტორია.მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხავ ტიპის წყაროებზე (არქეოლოგიური მონაცემები, წერილობითი წყაროები, ეპიგრაფიკული მასალა, ნუმიზმატიკური მასალა) დაყრდნობით  შუა საუკუნეების ისტორიული მოვლენების/პროცესების გაანალიზება.

ქართ.საშ.4.ამათუ იმ ეპოქასა ან/კულტურაში შექმნილი ნაწარმოების ერთმანეთთან შედარება და მსგავსება განსხვავების ანალიზი მათი საერთო მახასიათებლებისა თუ სპეციფიკურობის/უნიკალურობის გამოსაკვეთად.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები გააცნობიერებენ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო კულტურას შუა საუკუნეებში, გაეცნობიან, როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები, რა უპირატესობა აქვს ხელნაწერ წიგნებს, ხაზგასმით წარმოაჩენენ მათ უნიკალურობას,როგორც წერილობით წყაროს ისტორიის შესწავლის დროს, ღრმად გაანალიზებენ ქართული ხელნაწერების შექმნის ტრადიციას მათ მახასიათებლებს და წიგნების შექმნის ხელოვნების 16 საუკუნოვან ისტორიას. მოაწყობენ კალიგრაფიის კონკურსს, გააკეთებენ ხელნაწერი წიგნების პრეზენტაციას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა

რა იციან ხელნაწერი წიგნების შესახებ?

რატომ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები?

 

თემატური კითხვები

რა უპირატესობა აქვთ ხელნაწერ წიგნებს?

შინაარსობრივად რა სახის ხელნაწერი წიგნები არსებობდა?

სად არსებობდა სამწიგნობრო  კერები საქართველოში?

რომელი სასულიერო ხელნაწერები შეიქმნა შუა საუკუნეებში?

შინაარსობრივი კითხვები

რას იყენებდნენ საწერ მასალად და როგორ ხდებოდა მისი დამუშავება?

რას უკავშირდება ქართულ ხელნაწერთა წარმოშობა და ისტორიული ცვლილება?

სად უნდა ვეძებოთ ხელნაწერი  წიგნების სათავეები?

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)

პროექტის მსვლელობის ეტაპები

შინაარსი

პროექტის დასაწყისში

·         კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები

·         ინტერნეტში მუშაობის უნარ ჩვევები

·         ტექნიკური უნარ-ჩვევები

·         ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევები

·         ეფექტური პრეზენტაციის მომზადების უნარი

 

პროექტის მსვლელობისას

·         მოსწავლეები შეადგენენ სამოქმედო გეგმას

·         მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების ხელსეწყობა

·         ვიზიტი კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

·         ვიზიტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში

·         შეხვედა ბიბლიოთეკის დირექტორთან და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან

·         იმუშავებენ ინფორმაციის ჩაწერაზე,მოძიებასა და დახარისხებაზე

·         იმუშავებენ ფურცლების დაძველებაზე

·         ჩაატარებენ კალიგრაფიის კონკურსს

·         მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას

·         თანაკლასელების უკუკავშირის ფორმის გამოყენება, რაც პროექტის დახვეწაში დაეხმარებათ

·         პროდუქტი რომელსაც მოსწავლეები შექმნიან, იქნება ხელნაწერი წიგნების სლაიდებით აგებული პრეზენტაცია.

პროექტის დასრულების შემდეგ

·         პროექტის „რას მოგვითხრობენ ხელნაწერი წიგნები“ პრეზენტაცია

·         მოსწავლეებმა ასევე გააკეთეს  ა.გოგოლაძის ავტორობით შედგენილი „შუა საუკუნეების ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიის საკითხები“ წიგნის პრეზენტაცი, რომელიც ბიბლიოთეკის დირექტორმა გადსცა  მათ საჩუქრად ბიბლიოთეკაში ვიზიტის დროს.

შეფასება

გამივიყენე პროექტის შეფასებისა და მოსწავლეთა მიერ პროექტის თვითშეფასების რუბრიკები

სხვა საკითხები

წინარეცოდნა

მოსწავლეებს აქვთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება, კარგად ფლობენ გუნდური მუშაობის,   კითხვის დასმის სტრატეგიის, ინფორმაციის მოძიების, შეკრების, ჩაწერის და დახარისხების უნარ-ჩვევებს. განვითარებული აქვთ საპრეზენტაციო უნარები, რამდენიმე მოსწავლე ფლობს კალიგრაფიის ხელოვნებას.

სასწავლო პროცედურები

სასწავლო პროექტის სრული ციკლი მოცავს 3კვირას. პროექტის დაგეგმის  და განხორციელების იდეა მოსწავლეებიდან  გაჩნდა, ამიტომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული  მთელი პროექტის განხორციელების მანძილზე, ერთად შეირჩა პროექტის სახელწოდება, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაკომპლექტდა ჯგუფები,  გადაინაწილეს დავალებები, დროში გაიწერა ყველა დავალება. დაიგეგმა და განხორციელდა მიზნობრივი ვიზიტი კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ბიბლიოთეკის მუზეუმში. პროექტი გასცდა კლასის ფარგლებს და სკოლის მაშტაბით საბაზო და საშუალო საფეხურზე, მოსწავლეები რომლებიც ფლობდნენ კალიგრაფიის ხელოვნებას ჩატარდა კონკურსი, რითაც მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით გაითავისეს თუ რაოდენ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული ხელნაწერი წიგნების შექმნა. კალიგრაფიის კონკურსმა გამოავლინა ყველაზე კარგი ნამუშევარი. პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა სლაიდების სახით წარმოადგინეს კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერითა ეროვნულ ცენტრში და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში დაცული ხელნაწერი წიგნების პრეზენტაცია, როგორც ისტორიული წყარო. ისაუბრეს ხელნაწერი წიგნების შექმნის სირთულეებზე, საწერ მასალაზე, ასოთა მოხაზულობაზე, სტილზე. პროექტის განხორციელებით პასუხი გაეცა მოსწავლეთა დასმულ ყველა იმ კითხვას რომელიც პროექტის დაწყებამდე იქნა დასმული, რაც უკავშირდებოდა ხელნაწერ წიგნებს.

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები

კლასში არ არის

არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

კლასში არ არის

ნიჭიერი მოსწავლეები

დავალებული ჰქონდათ პროექტის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზება.

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები

აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)

კომპიუტერ(ებ)ი

მეხსიერების ბარათი/ჩიპი

 

ფოტო/ვიდეო კამერა

პრინტერი

პროექტორი

ინტერნეტკავშირი

 

ლაზერული დისკი /ჩიპი

მობილური ტელეფონი

პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)

ტექსტური რედაქტორი

ელ.კითხვარი

ელ. ცხრილები

 ვიდეო/აუდიო რედაქტორი

 

გრაფიკული რედაქტორი

ელ.ენციკლოპედია

 

საპრეზენტაციო პროგრამა-პოვერპოიტი

 

 

ელ.ფოსტა

 

 

ბეჭდური მასალები

·         ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნი: ხელმოწერა ძალა ისტორიასა და სასამართლოში(ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიული საბუთების კოლექციის მიხედვით შედგენილი)

 

 

ინვენტარი/მასალები

დაძველებული თაბახის ფურცლები,  კალმები,მიკრო ავტობუსი, საკვები პროდუქტი.

ინტერნეტრესურსები

 

სხვა რესურსები

ვიზიტი კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ბიბლიოთეკის მუზეუმში,  სადაც მეგზურობას მოსწავლეებს უწევდა გიდი. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ სკოლის ქართული ენისა დ ლიტერატურის მასწავლებლები, სკოლის ხელმძღვანელობა,  ხელოვნების მასწავლებელი, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.  

 

შეფასების რუბრიკა

N

კრიტერიუმები

1

ინფორმაციის შეგროვება და ორგანიზება                                                                                                                     

2

დაკისრებული ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება                                                                  

3

შეტანილი წვლილი ჯგუფის მუშაობაში                                                                                                                        

4

კვლევითი უნარები

5

პრეზენტაცია

 

მოსწავლეთა მიერ პროექტის თვითშეფასება

რა მოლოდინით დავიწყე პროექტზე მუშაობა

 

როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა

 

რა მომეწონა პროექტზე მუშაობისას ყველაზე მეტად

 

რამდენად პასუხისმგებლობით ასრულებდა ჯგუფის თითოეული წევრი მასზედ დაკისრებულ დავალებას

 

რამდენად მივაღწიე მიზანს

 

რა იყო ჩვეულებრივი გაკვეთილისგან განსხვავებული

 

გაამართლა თუ არა ჩემმა მოლოდინმა

 

რა გამოცდილება შევიძინე პროექტის განხორციელებიტ და რაში დამეხმარება შემდგომში პროექტში მიღებული ცოდნა

 

 

 

სასწავლო პროექტის „რას მოგვითხრობენ ხელნაწერი წიგნები“

რეფლექსია

2022-2023 სასწავლო წელს ნოემბერ-დეკემბერსი, X კლასსი განვახორციელე სასწავლო პროექტი“რას მოგვითხრობენ ხელნაწერი წიგნები“ პროექტის განხორციელების იდეა გაჩნდა ისტორიის გაკვეთილზე, ერთ-ერთი  მოსწავლის მიერ დასმულმა კითხვამ, სანამ ბეჭდური წიგნები შემოვიდოდა როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები და სად არის დაცული ხელნაწერი  წიგნების კოლექცია? ამომწურავი პასუხის მისაღებად საჭიროდ მივიჩნიე სასწავლო პტოექტის განხორციელება, რითაც  მოსწავლეები შეძლებდნენ    თავიანთი   ინტერესთა სფეროს დაკმაყოფილებას. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობდა ასევე დემოკრატიული კულტურის ამაღლებას. კლასი დავყავი  ჯგუფად, მოსწავლეებმა გადაინაწილეს დავალება. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები მუშაობდნენ ხალისით და ინტერესით. მონიტორინგს უწევდი მათ მიერ შესრულებულ დავალებას და ვაძლევდი სწორ მიმართულებას. პროექტის ფარგლებში ვეწვიეთ კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც დასმული იქნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართ. შევხვდით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს მოსწავლეებს და საჩუქრად გადასცეს წიგნების კოლექცია. მათ შორის „შუა საუკუნეების ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიის საკითხები“. პროექტის პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა ასევე  გააკეთეს აღნიშნული წიგნის პრეზენტაციაც. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.  პროექტის ფარგლებში ასევე  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომლის მიზანი იყო მხატვრული ხერხების  ფლობა, ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება, ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაცია, ფანტაზიის უნარის განვითარება, გემოვნების დახვეწა. ქაღალდის დაძველების ტექნოლოგიის ფლობა.პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით მოსწავლეებმა გააცნობიერეს  თუ რაოდენ დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული ხელნაწერი წიგნების შექმნა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 7-12 კლასების  12 მოსწავლემ, რომლებმაც გადაწერეს მათთვის სასურველი თემატიკა, გამოვლინდა გამარჯვებული. განხორციელებული პროექტით შექმნილი პრეზენტაცია სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისათვის იქნება ერთდაგვარი სასწავლო რესურსი, რომელსაც თემატიკის შესაბამისად გამოიყენებენ როგორც ისტორიის გაკვეთილზე, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის და ხელოვნების გაკვეთილებზე.  შეფასებაში გამოვიყენე პროექტის შეფასებისა და მოსწავლეთა მიერ თვითშეფასების რუბრიკები. პროექტის განმავლობაში მოსწავლეებს შორის სუფევდა გუნდური მუშაობის მაღალი კულტურა, თითოეულ მოსწავლეს კარგად ქონდა გაცნობიერებული მასზედ დაკისრებული მოვალეობა და პასუხისმგებლობა. მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია  თუ რა მოლოდინები ჰქონდათ პროექტის დაწყებამდე, რა გამოცდილება შეიძინეს მათ პროექტის განხორციელებით და რაში დაეხმარება შემდეგში მიღებული ცოდნა.  მოსწავლეები მაღალ დონეზე ფლობენ საპრეზენტაციო უნარებს, მსჯელობენ ლოგიკურად. სვავენ ადეკვატურ კითხვებს. პროექტით გათვალისწინებული მიზანი მიღწეული იქნა.

 

რ.ტალახაძე

 საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი


სასწავლო პროექტის პრეისტორიული სოფელი“გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი

სახელი, გვარი

რამაზი ტალახაძე

ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი

საჩხერე, კორბოული

სკოლა

კორბოულის  N2 საჯარო სკოლა

პროექტის მონახაზი

პროექტის დასახელება

„პრეისტორიული სოფელი“

პროექტის მთავარი იდეა

 

·         პრეისტორიული ეპოქის ადამიანის საქმიანობის წარმოჩენა

 

საგანი/საგნები

საქართველოს ისტორია

საფეხური/კლასი

საშუალო საფეხური, X კლასი

პროექტის განხორციელების დრო

 2 თვე(25.09.2022-25.11.2022 წ)

პროექტის საფუძვლები

საგნობრივი სტანდარტები

მოსწავლემ უნდა შეძლოს

ისტ.საშ.1.სხვადასხვა ტიპის წყაროებზე(არქეოლოგიური მონაცემები, წერილობითი წყაროები, ეპიგრაფიკული მასალა) დაყრდნობით პრეისტოტიული პერიოდის ისტორიული მოვლენების/პროცესების გაანალიზება.

ისტ.საშ.4. პრეისტორიული/ბრინჯაოს ხანის საზოგადოების თავისებურებების(იდენტობის საშუალებები, „კულტურული სხვა“-ფენომენი, სოციალური ფენები, ყოველდღიურობა)გამოკვეთა და სხვა ისტორიული პერიოდების საზოგადოებებთან შედარება.

პროექტის სასწავლო მიზნები

·         ისტორიულ წყაროებზე მუშაობა და პრეისტორიული პერიოდის ისტორიული მოვლენების გაანალიზება

·         გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით-ცოდნის ტრანსფერი-„პრეისტორიული“ პერიოდის ადამიანის საქმიანობისათვი საჭირო ნივთების  შექმნა

·         პრეისტორიულ ეპოქაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზოგადოების მახასიათებლებისა და ყოველდღიური ცხოვრების კვლევისა და ეპოქის თავისებურებების წარმოჩენა

·         მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარება

·         გუნდური მუშაობის უნარების განმტკიცება

·         პროექტის პროდუქტის „პრეისტორიული სოფლის შექმნა“

·         საპრეზენტაციო უნარების განმტკიცება

·         გიდის როლისა და ფუნქციების ათვისება

 

 

შედეგები

·         ცოდნის გაღრმავება და კომპეტენციების შეძენა, რაც მოსწავლეს გაუადვილებს შემდგომში პროექტებზე მუშაობას.

·         თეორიულ ცოდნის გამოყნება პრაქტიკაში, შექმნეს პრეისტორიული სოფელი.

·         პრეისტორული ეპოქის საზოგადოების მახასიათებლების და ეპოქის თავისებურებების წარმოჩენა

·         განუმტკიცდებათ შემოქმედებითი, გუნდური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები

·         გიდის როლის მორგება და ფუნქიების შესრულება

 

 

 

 

შეფასება

გამოვიყენე  პროექტის  მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა

პროექტის მსვლელობის ეტაპები

 

შინაარსი

პროექტის დასაწყისში

 

·         იდეის გაცნობა

·         გეგმის შედგენა მოსწავლეებთან ერთად

·         ჯგუფების შექმნა და დავალებების გადანაწილება

·         პრეისტორიული სოფლის შექმნისათვის საჭირო და აუცილებელი რესურსების მოძიება.

პროექტის მსვლელობისას

 

·         საჭირო ინფორმაციის მოძიება  სამეცნიერო ლიტერატურაში

·         მიზნობრივი ვიზიტი საჩხერის პროფესორ  ჯურხა ნადირაძის სახელობის და თბილისის  ს.ჯანაშიას სახელობის ისტორიულ მუზეუმში

·         პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება „პრეისტორიული სოფლის“ მშენებლობა- პირველი ადამიანების საქმიანობის ამსახველი საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო და სამუშაო იარაღების დამზადება

·         პროექტის „პრეისტორიული სოფლის“  დასრულების შემდეგ მისი გაციფრულება და სოციალურ ქსელში განთავსება

 

პროექტის დასრულების შემდეგ

 

·         პროექტის პრეზენტაცია სასკოლო თემში

 

 

სარგებელი სხვებისთვის

·         პროექტის დასრულების შემდეგ სასკოლო  თემი და კერძოდ უმცროსი კლასის მოსწავლეები  გაეცნობიან  პრეისტორიულ ეპოქის ადამიანთა საქმიანობის და ცხოვრების ამსახველ დეტალებს, რაც განუვითარებს ვიზუალურ მეხსიერებას და გაუადვილებს შემდგომში პრეისტორიული ეპოქის შესწავალას.

სხვა საკითხები

წინარეცოდნა

·         გუნდური მუშაობის უნარების ფლობა

·         ხელოსნობის სხვადასხვა ნიმუშების შექმნის გამოცდილება.

·         ინფორმაციის შეგროვება დახარისხების უნარ-ჩვევების ფლობა

·         კომპიუტერული ტექნიკის ფლობა

·         საპრეზენტაციის უნარების ფლობა

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები

კლასში არ არის

არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

კლასში არ არის

ნიჭიერი მოსწავლეები

·         გამორჩეული ნიჭის მქონე მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულებით პროექტის განხორციელების მანძილზე ავლენდნენ შემოქმედებით უნარს,  რაც აისახა პროექტის პროდუქტის შექმნაში.

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები

ბეჭდური მასალები

ü  Xკლასის ისტორიის სახელმძღვანელოები(ავტორები ნ. კიღურაძე, რ.გაჩეჩილაძე, გ. სანიკიძე  ნ.ასათიანი. გამომცემლობა „ბაკურ სულაკაური“ 2017 წ)

ü   XI კლასის სახელმძღვანელო(ნ.ახმეტელი, ბ.ლორთქიფანიძე)

ü    X კლასის  საქართველოს ისტორიის ძველი სახელმძღვანელო (ავტორები :მ.ლორთქიფანიძე, ნ.ასათიანი, ო.ლორთქიფანიძე გამომცემლობა „ცისარტყელა“ 2001)

ü  X კლასის საქართველოს ისტორიის ძველი სახელმძღვანელო (ავტორები:მ.ვაჩნაძე, ვ.გურული, მ.ბახტაძე, გამომცემლობა „არტანუჯი“-თბილისი 2004)

ü  საქართველოს არქეოლოგია(ტ-I-II, გამომცემლობა მეცნიერება-1992წელი

ü  საქართველოს ისტორიის ნარკვევები (ტ-I)

 

 

ინვენტარი/მასალები

თაბახის ფურცლები,  კალმები, კომპიუტერები,მობილური ტელეფონები, ფოტოაპარატი,  მეხსიერების ბარათი, პრინტერი,  მოსწავლეთა  მიერ  დამზადებული პირველი ადამიანების შრომისა და ყოფა ცხოვრების ამსახველი ნივთები: ხის მასალები, გამხმარი ბალახი, ხავსი, ფიჩხის კონა, ნახშირი, ხის იარაღები, ნამგალი კაჟის ჩასართავით, მოწნული კალათა,

ინტერნეტრესურსები

ფილმი - ადამიანი მილიონი წლის წინ

სხვა რესურსები

სასკოლო თემი და პრეზენტაციის მოწყობისთვის სასკოლო სივრცე

 

შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები

მაღალი

საშუალო

დაბალი

ჩართულობა

კვლევის უნარები მაღალი და განვითარებულია შეგროვილი ინფორმაცია რელევანტურია

კვლევის უნარები დამაკმაყოფილებელია ინფორმაცია რელევანტურია

კვლევის უნარები დაბალია ინფორმაცია ირელევანტური

კვლევის ეფექტურად წარმოდგენა და დამხმარე საშუალებების გამოყენება

პრეზენტაცია ეფექტურია გამოყნებულია დამხმარე საშუალებები რაც ეფექტურს ხდის გადაცემულ ინფორმაციას

პრეზენტაციაში ჩანს მოსწავლის ნამუშევარი გამოყენებული დამხმარე საშუალებები ხელს უწყობს ინფორმაციის გადაცემას

პრეზენტაცია არასრულია და გამოყენებული დამხმარე საშუალებები ხელს ვერ უწყობს ინფორმაციის უკეთ გადმოცემას

დროის ეფექტურად გამოყენება და სამუშაოს ხარისხიანად შესრულება

ეფექტურად იყენებს დროს აკმაყოფილებს პროექტის მნიშვნელოვან მოთხოვნებს, ეხმარება სხვებს, ამჟღავნებს ლიდერობის თვისებებს, პასუხისმგებლობას იღებს ჯგუფის მუშაობაზე.

ახდენს დროისა და მასალების ორგანიზებას, აკმაყოფილებს პროექტის მნიშვნელოვან მოთხოვნების უმეტესობას, მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში და შესაბამის პასუხისმგებლობებსაც იღებს

უჭირს დროის მარტვა და მასალების ორგანიზება პასიურობს ჯგუფის მუშაობაში.

პრაქტიკული საქმიანობის ფლობა

მაღალ დონეზე ფლობს ხელოსნობის სხვადასხვა დარგს და შეუძლია სრულყოფილად დაამზადოს  პირველი ადამიანების ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ნივთები და გამოავლინოს შემოქმედებითი უნარები

საშუალო დონეზე ფლობს ხელისნობის სხვადასხვა დარგს და შეუძლია მცირე ხავრეზებით დაამზადოს  პირველი ადამიანების ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელი  ნივთები და საშუალოდ გამოავლინოს შემოქმედებითი უნარები

დაბალ დონეზე ფლობს ხელოსნობის სხვადასხვა დარგს და ვერ ახერხებს პორველი ადამიანების ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ნივთების დამზადებას და ნაკლებად ავლენს შემოქმედებით უნარს.

 

მოსწავლის თვითშეფასების სქემა

რა იყო პროექტზე მუშაობისას  შენთვისყველაზე საინტერესო?

 

რა ისწავლე ამ პროექტძე მუშაობის დროს?

 

ვისთან ერთად იმუშავე ?

 

რა გამოგივიდა კარგად რა იყო შენი წარმატების მიზეზი?

 

რა ვერ გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?

 

რა გინდა შემდეგში უკეთ გააკეთო? რას შეცვლიდი?

 

 

 

 

 

 

 

სასწავლო პროექტი „პრეისტორიული სოფელი“

რეფლექსია

მიმდინარე სასწავლო წელს X კლასში განვახორციელე სასწავლო პროექტი სახელწოდებით „პრეისტორიული სოფელი’’. პროექტის განხორციელების იდეა გაჩნდა მოსწავლეებისაგან, როდესაც სახელმძღვანელოში პირველი ადამიანის საქმიანობის ამსახველი სამუშაო იარაღები ნახეს მოსწავლეებმა, გაუჩნდათ სურვილი რომ დღეს, როცა ადამიანი განვითარების მაღალ საფეხურზეა რამდენად შეძლებდნენ მოსწავლეები პრეისტორიული ეპოქის ადამიანის როლში შესვლას და  რა დროში მოახერხებდნენ პრეისტორიული ეპოქის ადამიანისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი გარემოს შექმნას. ყოველივე ამის განხორციელება ერთ გაკვეთილზე ვერ მოხერხდებოდა ამიტომ ერთად გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა სასწავლო პროექტი. მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლის ხელმძღვანელობას გავაცანი პროექტის მიზანი, რომელიც ითვალისწინებდა: ისტორიულ წყაროებზე მუშაობას და პრეისტორიული პერიოდის ისტორიული მოვლენების გაანალიზებას, თეორიული ცოდნა კიდე უფრო გაღრმავებიათ და გაემყარებით პრაქტიკული საქმიანობით, მოსწავლეები გაიღრმავებდნენ ასევე შემოქმედებით უნარებს და შექმნიდნენ პროდუქტს, განიმტკიცებდნენ საპრეზენტაციო უნარებს და მოირგებდენ გიდის როლს. მოსწავლეები დაიყვენ ჯგუფებად მათი ინტერესების გათვალისწინებით,  გადაინაწილეს დავალებები ვინ რა რესურსს და საჭირო ნივთს მოიტანდა პრეისტორიული სოფლის შექმნისთვის. მოიძიეს საჭირო სამეცნიერო ლიტერატურა. პროექტის ფარგლებში მიზნობრივი ვიზიტით ვეწვიეთ პროფესორ ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და ს. ჯანაშიას სახელობის  ეროვნულ მუზეუმს, საიდანაც მოსწავლეებმა მიიღეს სათანადო ცოდნა რაც პრსქტიკული სამუშაოს შესრულების დროს გამოიყენეს. კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში, მათზე დაკისრებულ მოვალეობას მოსწავლეები  ასრულებდნენ უდიდესი პასუხისმგებლობით და ინტერესით, რადგან პროექტის იდეა მათგან მოდიოდა, მე პროექტის მანძილზე ვიყავი გზის მიმცემი უწევდი მონიტორინგს, რათა სწორი მიმართულებით წასულიყვნენ.   პროექტის შედეგად მოსწავლეებმა შექმნეს პრეისტორიული სოფელი, გააკეთეს სასკოლო თემის წინაშე პრეზენტაცია, რისთვისაც გამოიყენეს სასკოლო სივრცე და პროექტის ამსახველი ფოტო სურათები განათავსეს სოციალურ ქსელში. პრზენტაციისას მოსწავლეები ადეკვატურად იყენებდნენ ისტორიულ გა გეოგრაფიულ ტერმინებს. პრეზენტაციას დაესწრენ სასკოლო თემის წარმომადგენლები, უმცროსი კლასის მოსწავლეები, მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს პრეზენტატორებმა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით მათ სათანადო ცოდნა შეიძინეს პრეისტორიული პერიოდის ადამიანის ცხოვრების დეტალებზე. პროექტის განხორციელებით კიდე უფრო განუმტკიცდათ გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები.

რამაზ ტალახაძე

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.


 


სასწავლო პროექტის  „ექსპონატებით მოყოლილი ისტორია“ გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი

სახელი, გვარი

რამაზი ტალახაძე

ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი

საჩხერე, კორბოული

სკოლა

კორბოულის  N 2 საჯარო სკოლა

პრობლემის განსაზღვრა

როდესაც, X კლასში საქართველოს ისტორიაში  ჩავატარე ესგ-ით გათვალისწინებული გაკვეთილები საქართველო ბრინჯაოს ხანაში და  როგორ იქცა კოლხეთი ანტიკური სამყაროს ნაწილად  და მოსწავლეებს ვაჩვენე ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური კულტურის ხელოვნების ნიმუშების ილუსტრაციები,   მოვახდინეთ არტეფაქტების როგორც ნივთიერი წყაროების ანალიზი, მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი საკუთარი თვალით ენახათ სამუზეუმო ექსპონატები და კიდე უფრო გაეღრმავებინათ ცოდნა და გაეფართოებინათ თვალსაწიერი ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის კულტურასთან დაკავშირებით. ამ მხრივ მოსწავლეთა სურვილი იმდენად ძლიერი იყო მის შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია ისტორიის საგნის მიმართ სწავლის  მოტივაციის დაკარგვა და სიძველეების მიმართ უპატივცემლობა.

პროექტის დასახელება

„ექსპონატებით  მოყოლილი ისტორია“

პროექტის მთავარი იდეა

·         ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის საქართველის ისტორიასთან დაკავშირებული საკვანძო მოვლენებისა და პროცესების კვლევა და შესწავლა. ეპოქის მახასიათებლების თავისებურებების წარმოჩენა.

·         ბრინჯაოსა და ანტიკური კულტურის სამუზუმო ექსპონატების ნახვა, შესწავლა და  პატივისცემა

 

საგანი//საგნები

საქართველოს ისტორია,  ხელოვნება

საფეხური/კლასი

საფეხური საშუალო, X კლასი

პროექტის განხორციელების დრო

2 თვე (25.09.2022-24.11.2022წ)

პროექტის აქტუალობა: 

·         მიზნობრივი ექსკურსიის მოწყობა ქ. თბილისის  სიმონ  ჯანაშიას სახელობის ისტორიულ მუზეუმებში

·         ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის კულტურის მიღწევების  შესწავლა

·         სამუზეუმო ექსპონატებზე დაყრდნობით კვლევა და ცოდნის დონის ამაღლება ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის მაგალითზე

საგნობრივი სტანდარტები

ისტორია: ისტ.საშ.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს: ისტორიული წყაროს გამოყენება საკუთარი მოსაზრების/პოზიციის დასაბუთებისათვის; ახალი წყაროების/მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის ახლებურად გააზრება/გადაფასება.(სამიზნე ცნებები:ისტორიული წყარო.ისტ.საშ.1,2,4,5)

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები

წყარო - მოსწავლემ უნდა შეძლოს

·         სხვადასხვა ტიპის წყაროებზე დაყრდნობით(არქეოლოგიური მონაცემები, წერილობითი წყაროები, ეპოგრაფიკული მასალა) დაყრდნობით ბრინჯაოსა დ ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევა.

დრო - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         ბრინჯაოსა და ანტიკურ ხნის საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების დაკავშირება    პერიოდიზაციის სხვადასხვა სისტემასთან;  მათი გაანალიზება წინარე და შემდგომი პერიოდის ისტორიულ  მოვლენებთანკავშირში.

სივრცე - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების კვლევისას მართებული ისტორიულ- გეოგრაფიული ტერმინების გამოყენება. საკვანძო მნიშვნელობის ისტორიულ-გეოგრაფიული სივრცეების(მაგ. კოლხეთი, პონტო, იბერია, არმენია)დახასიათება.

საზოგადოება - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზოგადოების მახასიათებლებისა(მსოფლმხედველობა, იდენტობის საშუალებები, „კულტურულ სხვა-სთან“ დამოკიდებულება) და ყოველდღიური ცხოვრების(მეურნეობის ფორმები, კომუნიკაციის საშუალებები, დასახლების ტიპები, ტრადიციები და სხვა)კვლევა; ისტორიული ეპოქის დანახვა თავისებურებების გამოკვეთა და კვლევა.  ისტორიული ეპოქის დანახვა მისი  თანამედროვეების თვალით.

ძალაუფლება - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         ძალაუფლების ფენომენთან დაკავშირებული საკითხების (სიმბოლოები, სახელისუფლებო სტრუქტურები, ძალაუფლების დანაწილება, ძლაუფლებისატვის ბრძოლის ფორმები, ძალაუფლების ფენომენისადმი დამოკიდებულება) კვლევა ბრინჯაოსა და ანტიკური  ხანის მაგალითზე დაყრდნობით..

 

 

პროექტის სასწავლო მიზნები

·         მოსწავლეები პროექტის მანძილზე განხორციელებულ აქტივობებზე დაყრდნობით

გაიღრმავებენ ცოდნას და კვლევის  შედეგად დაადგენენ ბრინჯაოსა და ანტიკურ საქართველოში ხელოვნების და მეურნეობის რომელი დარგი იყო ყველაზე წარმატებული

·         შეძლებენ ისტორიული ეპოქის დანახვას თანამედროვე ეტაპზე, თავისებურებების გამოკვეთას და კვლევას

·         იმსჯელებენ თუ რა გავლენა მოახდინა უცხოურმა კულტურამ  ანტიკური ხანის  ქართულ კულტურაზე

·         სამუზეუმო ექსპონატებზე დაყრდნობით შექმნიან ელექტრონულ რესურსს ბრინჯაოსა და ანტიკური ეპოქის „კულტურის კატალოგს“

·         განუმტკიცდებათ გუნდური მუშაობის პასუხისმგებლობის, ინფორმაციის შეგროვების და დახარისხების უნარები

 

 

 

 

მოსალოდნელი შედეგები

·         მოსწავლები  გაეცნობიან ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის კულტურის ნიმუშებს და ყველაზე წარმატებულ დარგებს

·         შეაგროვებენ სათანადო ინფორმაციას ქართული და უცხური კულტურის ურთიერთგავლენის შესახებ და მოახდენენ მის კლასიფიკაციას.

·         კვლევის შედეგად შეძლებენ ისტორიული ეპოქის დანახვას და  გამოკვეთენ მის თავისებურებებს

·         სამუზეუმო ექსპონატებზე დაყრდნობით შექმნიან ელექტრონული რესურსს „კულტურის კატალოგს“.

·         გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება.

·         დემოკრატიული კულტურის ამაღლება

 

 

პროექტის მდგრადობა

ü  მოსწავლეთა შექმნილ  ელექტრონულ რესურსს ‘კულტურის კატალოგი“   ეპოქის უკეთ შესწავლის მიზნით  გამოიყენებენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

შეფასების სტრატეგიები

მოსწავლეებს ვაფასებ პროექტის განმავლობაში  ჩართულობის სქემით

პროექტის მსვლელობის ეტაპები

 

შინაარსი

პროექტის დასაწყისში

 

·         პროექტის იდეის და გეგმის შემუშავება მოსწავლეებთან ერთად

·         ჯგუფების შექმნა და ფუნქციების გადანაწილება

·         კონკრეტული დავალებების მიცემა

·         პროექტის იდეის და გეგმის გაცნობა მოსწავლეთა მშობლებს, კლასის ხელმძღვანელს სკოლის დირექციას.

·         მშობელთა თანხმობა(ექსკურსიის მოწყობის თაობაზე)

·         სატელეფონო კომუნიკაციის გზით მუზეუმების ადმინისტრაციისაგან ინფორმაციის მიღება მუზეუმების სამუშაო გრაფიკისა და მუზეუმით სარგებლობის საფასურის შესახებ ინფორმაციის მიღება

·         მშობლების დახმარებით ექსკურსიის მოწყობისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ფინანსური მხარდაჭერა

 

 

პროექტის მსვლელობისას

 

·         მოსწავლეთა მიერ შეკითხვების მომზადება მუზეუმის გიდისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

·         მიზნობრივი ექსკურსია მუზეუმებში

·         ინფორმაციის შეგროვება და ჩანაწერების გაკეთება

·         ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება და შეგროვება

·         კლასში მასწავლებელთან ერთად ექსკურსიის შედეგების განხილვა

·         შეგროვილი ინფორმაციის შეჯამება,  დახარისხება-კლასიფიკაცია

პროექტის დასრულების შემდეგ

 

·         შექმნიან ელექტრონულ რესურსბრინჯაოსა  და ანტიკური ხანის  „კულტურის კატალოგს“

·         პროექტის  და მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსის პრეზენტაცია

შეფასების კრიტერიუმები

·         ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება

·         დაკისრებული ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება

·         შეტანილი წვლილი ჯგუფის მუშაობაში

·         კვლევითი უნარები

·         პრეზენტაცია

 

სხვა საკითხები

წინარეცოდნა

·         აქვთ გარკვეული წარმოდგენა და ცოდნა ანტიკური კულტურის შესახებ

·          მოსწავლეებმა იციან მუზეუმით სარგებლობის წესები

·         იციან გუნდური მუშაობის პრინციპები

·         იციან ჯგუფში თავიანთი პასუხისმგებლობები

·         ფლობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები

კლასში არ არის

არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

კლასში არ არის

ნიჭიერი მოსწავლეები

შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზება. კერძოდ, მუზეუმებში გიდისა და მასწავლებლის მონათხრობის ჩაწერის  და დამხმარე ლიტერატურიდან საჭირო ინფორმაციის მოძიების ორგანიზება.

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები

 ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონები, კალმები, რვეულები ჩანაწერებისთვის,  კომპიუტერი, პროექტორი,მეხსიერების ბარათი.

 

ბეჭდური მასალები

X კლასის საქართველის ისტორიის სახელმძღვანელო, სხვადასხვა პერიოდში გამოცემული IX,X,XI  კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ლიტერატურა: 1)საქართველოს 100 მუზეუმი, გამომცემლობა „კლიო“ 2017 წ. 2)ა.სურგულაძე-ქართული კულტურის ისტორიის ნარკვევები(გამომცემლობა ხელოვნება 1989წ), საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ-1.

ინვენტარი/მასალები

მიკროავტობუსი, საკვები პროდუქტები

ინტერნეტრესურსები

 

სხვა რესურსები

ისტორიის მასწავლებელი, კლასის ხელმძღვანელი, გიდი, მძღოლი.

პროექტის ბიუჯეტი

 

N

რესურსის დასახელება

ბიუჯეტის წყარო

საჭირო რაოდენობა

სულ დახარჯული თანხა

1

მიკროავტობუსი

თვითდაფინანსება

 

400 ლარი

2

 

 

1)მუზეუმებით სარგებლობა მოსწავლეებისათვის

    

2)მუზეუმით სარგებლობა მასწავლებლისთვის

 

3)გიდი

თვითდაფინანსება

1)22 მოსწავლე

 

 

 

 

2)2მასწავლებელი

 

3)1 გიდი

1)თითოეულ მოსწავლეზე 2 ლარი  სულ -44 ლარი.

2)კლასის ხელმძღვანელისთვის უფასო და მასწავლებელი 5 ლარი.

3)გიდი 15 ლარი

3

სურსათი

საკუთარი

-

464 ლარი

 

პროექტის შეფასების რუბრიკა

 

N

კრიტერიუმები

1

2

3

4

5

ინფორმაციის შეგროვება და ორგანიზება

მასზედ დაკისრებული ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება

შეტანილი წვლილი ჯგუფის მუშაობაში

კვლევითი უნარები

პრეზენტაცია

 

მოსწავლეთა მიერ პროექტის თვითშეფასება

 

რა მოლოდინებით დავიწყე პროექტზე მუშაობა?

 

როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა?

 

რა მომეწონა პროექტზე მუშაობისას ყველაზე მეტად?

 

რამდენად პასუხისმგებლობით ასრულებდა ჯგუფის თითოეული წევრი მასზედ დაკისრებულ დავალებას?

 

რამდენად მივაღწიე მიზანს?

 

რა იყო ჩვეულებრივი გაკვეთილისაგან  განსხვავებული?

 

გაამართლა თუ არა ჩემმა მოლოდინმა?

 

 

 

 

 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ხელოვნების მასწავლებელი და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. რესურსი „კულტურის კატალოგი“ მომავალი კლასის მოსწავლეებისათვის ერთდაგვარი სასწავლო რესურსი იქნება ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე.

რამაზ ტალახაძე კორბოულის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.


 

 

                                                                                                                                  

No comments:

Post a Comment