ციფრული სკოლა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის #2 სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში "ციფრული სკოლა" პროექტის მიზანია სკოლაში ციფრული კულტურის განვითარება და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრება.

2025/06/18

საგანმანათლებლო სიახლე კორბოულის N2 საჯარო სკოლაში! 🎓


სიხარულით გაცნობებთ, რომ კორბოულის N2 საჯარო სკოლაში ინერგება ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – გრაფიკული დიზაინი!

📌 პროგრამა შესაძლებლობას აძლევს IX კლასის მოსწავლეებს, პარალელურად ზოგად განათლებასთან, შეიძინონ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

🖌️ გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მზარდი სფეროა თანამედროვე ციფრულ სამყაროში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას ჯერ კიდევ სკოლის ფარგლებში.

✅ პროფესიული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან:

  • დიზაინის ძირითადი პრინციპებსა და კომპოზიციას;

  • კომპიუტერულ პროგრამებთან (Adobe Photoshop, Illustrator და სხვ.) მუშაობას;

  • რეალური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

გისურვებთ წარმატებებს!

2024/10/05

მკითხველთა კლუბის სამუშაო გეგმა

 

2023_2024 სასწავლო წელი

 

კლუბი “STARS” სამუშაო გეგმა

 

ხელმძღვანელი_ ლია კვესაძე

1 სემესტრი

 

 

 

თარიღი

ღონისძიებები/ აქტივობები

1.

20.10

კლუბის წევრების შეხვედრა. კლუბის დევიზის ერთობლივი შემუშავება. წევრობის მოწმობების გადაცემა.

2.

27.10

Fairy-tale day. ერთად ვკითხულობთ ზღაპრებს. ვსწავლობთ მსჯელობასა და აზრის გამოთქმას.

3.

30.10

Halloween_origin, facts, decorations

4.

9.11

Thanksgiving Day- History and traditions.

5.

23.11

Movie time and discussion.

6.

9.12

Bully and cyberbullying. ცნობიერების ამაღლება პრეზენტაციებით.

7.

25.12

Christmas_ New Year.საახალწლო ტრადიციების გაცნობა,_წარდგენა და კედლის გაზეთის დამზადება.

 

2023/11/02

მკითხველთა კლუბის წესდება

 

მკითხველთა კლუბი- „ ვარსკვლავები“

წესდება

 

1.              ზოგადი დებულებები.

მუხლი 1. მკითხველთა კლუბის სტატუსი.

 

1.     მკითხველთა კლუბი ( შემდგომში -სსიპ კორბოულის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი“ ვარსკვლავები’’) არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.

მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე. იგი უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.

2.     კლუბი მუშაობას წარმართავს „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3.     კლუბი იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექცია და სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.     კლუბს აქვს წესდება, სლოგანი, ვებ-გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.

 

მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობა.

კლუბის მიზნებია:

·        წიგნიერების განვითარება.

·        კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება.

·        კულტურათა დიალოგის წარმართვა.

·        მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება.

·        მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება.

·                    ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციის უნარის განვითარება.

·        ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება.

·        ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა- განვითარება.

 

კლუბი გეგმავს კითხვის საათების მოწყობასა და დისკუსიებს, ახალი ლიტერატურის გაცნობასა და კონკურსების მოწყობას, ფილმის ჩვენებებს, პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას და სხვა ბევრ სახალისო აქტივობას.

 

მკითხველთა კლუბის ამოცანებია:

·        მოსწავლეებმა მიიღონ სიამოვნება წიგნის კითხვის დროს.

·        შეიყვარონ წიგნი.

·          სხვადასხვა ტიპის ლიტერატურის ( ზღაპრები, მოთხრობები, მითები, ლექსები, საბავშვო ენციკლოპედიები, პატარა სტატიები საბავშვო ჟურნალ- გაზეთებიდან, იუმორისტული, ლექსები და სხვა) გაცნობით ირწმუნონ, რომ კითხვა არის საინტერესოდა აუცილებელი.

·        შეიძინონ აქტიური მსმენელის უნარ- ჩვევები.

·        ამოიცნონ ნახატებიდან შინაარსი.

·        გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი.

·        გაიგონ, გაიაზრონ, გაანალიზონ მოსმენილი მასალა.

·        იკითხონ სიამოვნებით. კარგად გაიგონ წაკითხულის შინაარსი.

·        გაიგონ სიტყვების მნიშვნელობა სხვადასხვა კონტექსტში.

·        ისწავლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტების გააზრებული კითხვა.

·        აღიქვან და გაიგონ ტექსტი მთლიანად,

·        იაზროვნონ კრიტიკულად და თავისუფლად დასვან კითხვები.

·        შეძლონ ინფორმაციის ახსნა-განმარტება საკუთარ ცოდნასთან ინტეგრაციის საფუძველზე.

·        დაინახონ განსხვავება რეალისტურსა და შეთხზულ ტექსტებს შორის.

·        გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებებთან და გმირებთან დაკავშირებით.

·        თავისუფლად გაიგონ, გაიაზრონ და გაანალიზონ ნებისმიერი ტექსტი.

·        გაიგონ ტექსტის მთავარი იდეა, ძირითადი აზრი.

·        აღიქვან ნაწარმოებისა და პერსონაჟის განწყობა.

·        გამოიტანონ დასკვნა საკუთარი ცოდნისა და ტექსტში მოცემული ფაქტების დაკავშირების საფუძველზე.

·        ლოგიკურად ჩამოაყალიბონ და საკუთარი აზრი გამოთქვან წაკითხულთან დაკავშირებით.

·        გაიაზრონ ტექსტი კრიტიკულად და გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებთან დაკავშირებით.

        

 

 

        კლუბის წევრთა უფლება- მოვალეობები.

 

კლუბის წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ გაასაჩივრონ სკოლის ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.

სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება. კლუბის წევრს ევალება იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის აზრს და შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

                 კლუბის სტრუქტურა

 

კლუბის სტრუქტურაა: მოსწავლეები( 6-7-8-9) კლასის მოსწავლეები, ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი და მშობელი.

 

                 ლიდერი მოსწავლე

 

არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს. ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე.

 

                  კლუბის კურატორი მასწავლებელი

 

არის სკოლის პედაგოგი. მისი კურატორობა არჩევითი აქტივობაა. ლიდერ მოსწავლესთან ერთად ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში სხვადასხვა ეტაპზე.

 

                 დამხმარე მშობელთა ჯგუფი

 

ერთი წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ , ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმართვაში. დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან.

 

             ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:

 

·        აკონტროლებს კლუბის საქმიანობას.

·        კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს კლუბის წევრებთან.

·        ორგანიზებას უწევს საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო, ვიდეო და ბეჭდური მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად

·        საჭირო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს.

 

     კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები

 

·        წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას.

·        საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ გვერდზე ან სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებას.

·        ლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა.

·        კლუბის წესდება.

·        კლუბის სამუშაო გეგმა.

·        განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

 

    საკლუბო მუშაობის პერიოდში:

 

სკოლის ვებ-გვერდზე ან სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ეტაპობრივად განათავსებს:

საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეო მასალას.

 

      საკლუბო მუშაობის დასრულებისას:

 

წარადგენს რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე:

 

·        მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა

·        რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად.

·        რომელი ვერ განხორციელდა და რატომ.

·        რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ.

·        რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა.

·        რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ.

·        მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება და რატომ.

·        რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობების განხორციელებისას.

·        წარმოადგენს მოსწავლეებისა და მშობლების შეფასებას.