ციფრული სკოლა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის #2 სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში "ციფრული სკოლა" პროექტის მიზანია სკოლაში ციფრული კულტურის განვითარება და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრება.

სკოლის მისია და ხედვა

სკოლას აქვს მისია და ხედვა, რომელიც ეფუძნება და შესაბამისობაშია: ,, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთნ , სკოლის ხედვა ორიენტირებულია მოსწავლეების და პერსონალის ინდივიდუალურ, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენ გვინდა შექვმნათ ,,მომავლის სკოლა“ სადაც იქნება განათლების მაღალი ხარისხი, რაც ხელს შეუწყობს აღვზარდოთ სწორი მოქალაქობრივი ცნობიერების განათლებული, კანონმორჩილი, პასუხისმგებლიანი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული , ტოლერანტი, სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებებისა და მემკვიდრეობის დამფასებელი თაობა.

სკოლის მისია:

Ø  ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს/პროფესიული სტუდენტებს  ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება.

Ø  აზიაროს მათ მეცნიერების საფუძვლებს, ხელი შეუწყოს პროფესიულ ორიენტაციას და პროფესიული უნარების გამომუშავებას.

Ø  უზრუნველყოს მოსწავლთა/პროფესიული სტუდენტთა მრავალმხრივი, უწყვეტი და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლება.  

Ø  შეუქმნას ისეთი საგანმანათლებლო გარემო,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლთა/პროფესიული სტუდენტთა  პიროვნულ, ინტელექტუალურ და პროფესიულ განვითარებას, მათთვის ცხოვრებისეული და პროფესიული გამოწვევების ეფექტურად დაძლევის მიზნით.

სკოლის ხედვა:

სსიპ კორბოულის  №2  საჯარო სკოლა მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ სწავლებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ცენტრად, რომელიც ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულმართვასა და პარტნიორულ თანამშრომლობას. სკოლა უზრუნველყოფს სწავლების პროცესის მოქნილობასადა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას. 

ღირებულებები:

Ø  სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა.

Ø  კეთილსინდისიერება.

Ø  უწყვეტი განვითარება და აკადემიური თავისუფლება.

Ø  გუნდურობა და გამჭირვალობა

Ø  შრომის ბაზარზე ორიენტაცია

Ø  პარტნიორობა


1 comment: