ციფრული სკოლა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის #2 სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში "ციფრული სკოლა" პროექტის მიზანია სკოლაში ციფრული კულტურის განვითარება და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრება.

ინტერვიუები

ჩავწერეთ ინტერვიუ ქალბატონ თამარ ჯაყელთან შეთანხმებით


სკოლის გუნდმა ჩავწერეთ  ინტერვიუ ქალბატონ თამარ ჯაყელთან, მან ისაუბრა რეფლექსიის მნიშვნელობაზე, იგი  რეფლექსიას აიგივებს თევზაობასთან, მისი თქმით მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ თევზაობა და არა თევზის დაჭერა, თუ ვასწავლით თევზაობას, თევზს აუცილებლად დაიჭერს. მან ისაუბრა ასევე რამდენად დიდია მასწავლებლის როლი რეფლექსიის განვითარებაში, მასწავლებლებმა უნდა შესთავაზონ მოსწავლეებს ისეთი სტრატეგიები,  ,რომელიც აღმოაჩენინებს მათ რესურსებს თავის შესაძლებლობებში, სიძნელეების გადასალახად, შეუცვლის მოცემულობას, გაუჩენს  სწავლის განზრახვას.

ქალბატონმა თამარ ჯაყელმა რეფლექსიის ერთ-ერთი სტრატეგია გაიხსენა  ე.წ. წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა.  მოსწავლეებს დავალების მიცემისას ვაკეთებინებთ პრეზენტაციას, თუ როგორ გააკეთებს ამ დავალებას.  შემდეგი პაუზა-ვინ რა გზა აირჩია. მათ ექნებათ განსხვავებული იდეები, გამოიკვეთება განსხვავებული მიდგომები. ამით მოსწავლეებს ვასწავლით პროცესის ეფექტურ მართვას და საკუთარი თავის რეფლექსიას.

მოსწავლე ისე კი არ მიჰყვება წყალს, როგორც ნაფოტი, არამედ თავს გრძნობს გემბანის კაპიტნად, სადავეები უჭირავს ხელში და იგი ქმედითუნარიანი ხდება.

 მნიშვნელოვანი გზავნილი

  • რეფლექსიის ინტენსიურად გამოყენება, ორიენტირება პროცესზე  და არა პროდუქტზე,
  • მასწავლებელი არის გეზის მიმცემი, მხარდამჭერი და თანაგრძნობის გამომხატველი;
  • მოსწავლე არის  ყოველი საქმის შემოქმედი;
  • ის არის სრულიად თავისუფალი და  პროცესის აქტიური წევრი;
  • მას უჭირავს სადავეები მიმდინარე პროცესში;
  • ის აღწერს, ახსნის და აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და მიღწევებს;
  • აკეთებს რეფლექსიას და თვითრეფლექსიას და მის საფუძველზე სახავს საკუთარი განვითარების და შედეგების გაუმჯობესების გზებს.
  • სწავლის პროცესში იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის და განვითარებისთვის.

ჩვენთვის სკოლის გუნდითვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ქალბატონ თამარ ჯაყელთან შეხვედრა, რადგან კიდევ ერთხელ დავფიქრდით რამდენად დიდია მასწავლებლის როლი, მოსწავლეთა რეფლექსიის განვითარებაზე. შევეცდებით რეფლექსიის სტრატეგიები კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პროექტის ფარგლებში მოვახდინოთ ამ სტრატეგიების ტექნოლოგიური მიმართულებით დახვეწა და გამოყენება.


ინტერვიუ ბატონ ვარდენ ნიქაბაძესთან (შეთანხმების საფუძველზე)





ჩენი შემდეგი რედსპოდენტი ბატონია ვარდენ ნიქაბაძე. მან ისაუბრა იმ ელექტრონული  ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რომლებიც ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული და მეტად ეფექტურია მოსწავლეების თვითრეფლექსიის უნარების გასავითარებლად. მან გაგვიზიარა თავისი გამოცდილება  მისი აზრით მოსწავლეებს ციფრული რესურსების გამოყენება მეტ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეს   საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის და განვითარებისთვის. პროცესი გახდება სწრაფი, მოქნილი და შედეგიანი, განსაკუთრებით, ონლაინ სწავლების დროს.

 მან შემოგვთავაზა მაიკროსოფტ 365-ის პლატფორმის შესაძლებლობები ამ პროგრამის საშუალებით, შეგვიძლია შევქმნათ ან ჩავაშენოთ მასში  შემდეგი  ინსტრუმენტები:

·         ელექტრონული გასასვლელი ბარათები ფორმსით

·         პრობლემების ელექტრონული ყუთი-რომელშიც მოსწავლე ასახელებს პრობლემის/მოსაზრების სათაური და აღწერს მის შინაარსს.

·         უკუკავშირის ელექტრონული ცხრილი-ემოციების გამოყენებით, მაგალითად,

ესაბამება შენს აზრს

ახალი ინფორმაციაა

არ ვეთანხმები

ვეთანხმები

გაუგებარია/ბუნდოვანია

·         ონლაინ ვორდი, რედაქტირების შეთავაზების რეჟიმში-  მოსწავლის მიერ გადაგზავნილ დავალებაში  მასწავლებელი წაშლის არასწორ ვერსიას და დაწერს გასწორებულ ვარიანტს, მოსწავლეს კი  უბრუნდება მისი ნაშრომი  მასწავლებლის სხვა ფერის შრიფტით კორექტირებული.

·         გაზიარებული ფაილები-ყველა მოსწავლე ერთდროულად ავსებს, ხედავენ ერთმანეთის მოსაზრებებს და გამოაქვთ საერთო დასკვნა.

·         ბატონმა ვარდენმა შემოგვთავაზა აგრეთვე მის პრაქტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც არის ე.წ. „რუბრიკები შეფასებისთვის“, ეს არის  პორტალზე rubistar”, ეს რუბრიკები არის მარტივად გამოსაყენებელი, არის ყველა მიმართულების, ახლავს ბევრი კრიტერიუმი, შეიძლება მათი გადმოტვირთვა, მორგება კონკრეტულ საგანმანათლებლო სივრცეზე, გადაკეთება, ჩვენს საჭიროებებზე მორგება. შესაძლებელია მისი ჩაშენება  „თიმსში“, სადაც შეგვიძლია შევქმნათ რუბრიკების ელ.ბანკი.

·         მოსწავლეებში თითრეფლექსიის უნარების გასავითარებლად, ბატონი ვარდენი გვირჩევს ონლაინ ჩანაწერის მოსმენის მეთოდს, რომელშიც, მოსწავლე, მის მიერ გაკეთებულ პრეზენტაციას უსმენს და შეთავაზებული რუბრიკების გამოყენებით აფასებს საკუთარ ნაშრომს.

რესპოდენტთან შეხვედრა ჩვენთვის მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა, რადგან, მის მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტები,  სრულად შეესაბამება ჩენს შესაძლებლობებსა და წინარე გამოცდილებას, ეფექტური გავხადოთ სკოლაში თვითრეფლექსიის უნარების განვითარების საფუძველზე შედეგების გაუმჯობესება, როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში.

  ჩავწერეთ  ინტერვიუ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან ქალბატომ მელანო ძინძიბაძესთან (შეთანხმების საფუძველზე)







 ჩავწერეთ  ინტერვიუ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან ქალბატომ მელანო ძინძიბაძესთან (შეთანხმების საფუძველზე)





ინტერვიუ ჩავწერეთ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო
ძინძიბაძესთან. მან ისაუბრა მოსწავლეთა თვითშეფასებასა და ურთიერთ
შეფასებაზე,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის რეფლექსია. აქვე მან
დაამატა რომ რეფლექსია არამარტო მოსწავლეებისათვისაა მნიშვნელოვანი, არამედ
თავად მასწავლებლისათვისაც , რადგან მოსწავლეთა რეფლექსია მასწავლებელს აძლევს
საშუალებას თითოეულ მოსწავლეში აღმოაჩინოს ძლიერი და სუსტი მხარეები და
შესაბამისად იზრუნოს მისი სუსტი მხარის გაძლიერებაზე.
ქალბატონმა მელანომ ყურადღება გაამახვილა მასზედ , რომ მოსწავლეებში
რეფლექსიის განვითარებისათვის აუცილებელია ზუსტი და კონკრეტულად
ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებში
თვითრეფლექსიის ჩამოყალიბებას.
ინტერვიუს დროს გამოიკვეთა ისიც, რომ ძირითადად უპირატესობას წერით და
ზეპირ რეფლექსიას ანიჭებენ,თუმცა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა
რეფლექსიისათვის იგი არ იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს.

 ჩავწერეთ ინტერვიუ მე-6 კლასის მოსწავლესთან ლიზი ნიორაძესთან (მშობლის თანხმობის საფუძველზე)


1 comment:

  1. ძაკიან საინტერესოდ არის ჩამოყალიბებული.

    ReplyDelete