ციფრული სკოლა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის #2 სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში "ციფრული სკოლა" პროექტის მიზანია სკოლაში ციფრული კულტურის განვითარება და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრება.

ციფრული რესურსები







 რესურსი შეიქმნა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, "მათემატიკის" სწავლა- სწავლების გაუმჯობესების მიზნით. იგი მოსწავლეებს დაეხმარება,მარტივად შეძლონ   უცნობი საკლების პოვნა.


რესურსი შეიქმნა მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის. მათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ისწავლეს  აღნიშნული ტექსტი. იგი ვაქციე ელექტრონულ სახელმძღვანელოდ, რომელიც მათ დაეხმარება ონლაინსწავლებისას.



რესურსი დაეხმარება  დაწყებითი კლაის მოსწავლეებს,  როგორ იპოვონ უცნობი შესაკრები.



პანდემიის გამო, 2021-2022 სასწავლო წელი დაიწყო დისტანციურად, მხოლოდ პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი გადაიდო 4 ოქტომბრამდე. გადავწყვიტე, ეს დრო უქმად არ დამეკარგა და საბაზისო მზაობა შემექმნა ჩემი მომავალი მოსწავლეებისთვის. შევქმენი ვიდეო და გადავუგზავნე მშობლებს. რესურსი დაეხმარა მოსწავლეებს, ახალ გარემოში უპრობლემო ადაპტირებაში, ჰქონდეთ მზაობა, იცნობდნენ სკოლას, საკლასო ოთახს და სახელმძღვანელოებს.





რესურსი დაეხმარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ლექსის შინაარსის აღქმასა და გააზრებაში.




ვიდეორესურსი დაეხმარება დაწყებითი   (არა მარტო დაწყებითი), კლასების  მასწავლებლებს, კლასის საათზე განსახილველი თემების შერჩევაში და მიზნების განსაზღვრაში, მოსწავლეების პიროვნული თვისებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი რესურსი შეიქმნა. მეც ვარ ამ პროექტის მონაწილე და არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო პროექტის ავტორების მიმართ, რადგან, რომ არა ეს, ჩვენ შესაძლებელია, არ შეგვექმნა მიზანმიმართული ციფრული რესურსები, არ გვეფიქრა მოსწავლეების მოტივაციაზე ამ მიმართულებით. ახლა ვხედავ, ჩვენც ძალზედ ბედნიერები ვართ, რადგან შევძელით მოსწავლეების გახალისება, დაინტერესება და ჩართულობა სასწავლო პროცესში. მხოლოდ ეს არ არის, ჩვენ სხვა მიმართულებითაც ბევრი ახალი იდეა შევიმუშავეთ და მალე ვიტყვით ჩვენს სიტყვას, ჩვენი მოსწავლეების წარმატებებით. ვფიქრობ, ეს რესურსები საუკეთესო საშუალება იქნება საქართველოს სკოლების მოსწავლე-მასწავლებლებისთვისაც.

    ReplyDelete