სიხარულით გაცნობებთ, რომ კორბოულის N2 საჯარო სკოლაში ინერგება ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – გრაფიკული დიზაინი!
📌 პროგრამა შესაძლებლობას აძლევს IX კლასის მოსწავლეებს, პარალელურად ზოგად განათლებასთან, შეიძინონ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.
🖌️ გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მზარდი სფეროა თანამედროვე ციფრულ სამყაროში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას ჯერ კიდევ სკოლის ფარგლებში.
✅ პროფესიული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან:
დიზაინის ძირითადი პრინციპებსა და კომპოზიციას;
კომპიუტერულ პროგრამებთან (Adobe Photoshop, Illustrator და სხვ.) მუშაობას;
რეალური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
No comments:
Post a Comment