გრძელვადიანი მიზნები:
- პროექტის განვითარებას სკოლის მასშტაბით,
- ახალი ელექტრონული რესურსების ძიება და დანერგვა
- სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარება,
- მოსწავლეების მხრიდან ახალი იდეების დანერგვა
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ სწავლა კეთებით, რომლის დროსაც უშუალოდ ხედავენ შრომის შედეგს, ასევე ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამ მიზნით სკოლა აპირებს შეიძინოს 3D პრინტერი, რათა მეტი საშუალება მიეცეთ მოსწავლეებს საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისათვის. პროექტის ფარგლებში შევხვდით პარტნიორი სკოლის დირექტორს ბატონ ვარდენ ნიქაბაძეს, რომელიც აქტიურად იყენებს სასწავლო პროცესში 3D პრინტერს, მან გავიზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები, ასევე სკოლის კურსდამთავრებულს ბატონ კობა ცერცვაძეს. მან ისაუბრა ჭკვიანი ბეჭედის შექმნის იდეაზე და გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება.
ჩაწერა განვახორციელეთ რესპოდენტებთან შეთანხმებით.
No comments:
Post a Comment